სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული პირი ბათუმში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას ქარხნული წესით დამზადებული, უცხოური წარმოების პისტოლეტი და 2 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს
|