ახალი პოლიტიკური ცენტრის - „გირჩის“ გორის ოფისის წარმომადგენლები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში ჩავიდნენ. მათ დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს და იქ არსებულ ვითარებას გაეცნენ. როგორც მათ აღნიშნეს, შენობა ინგრევა და სასწრაფოდ რეაბილიტაციას საჭიროებს. „გირჩის“ წარმომადგენლებმა ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდეს.
|