თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის მიერ დღეს გამოცემულ ბრძანებაზე კომენტარს აკეთებს უშიშროების საბჭოს
პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი - გოგი ახალკაცი. როგორც მან აღნიშნა, უმჯობესი
იყო, თავდაცვის მინისტრს მეტი კოლეგიალობა გამოეჩინა.
ჩვენ სრულად ვეთანხმებით პრეზიდენტსაც და პრემიერსაც, თუმცა მოახლოებული ვარშავის სამიტის წინ ამ საკითხზე მეტ საჯარო დისკუსიას არ ვაპირებთ”, - აცხადებენ ეროვნული უშიშროების საბჭოში.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან, თავდაცვის
სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე მოაწერა. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროს გარდა, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას სხვა უწყებებიც ახორციელებენ, თუმცა თინა ხიდაშელის ბრძანება მათ არ ეხებათ.