ამ წუთებში "TV 3" - ის გადამღები ჯგუფის დაკავებათან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილზე, სოფელ აძვში, ჩავიდნენ შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი და მუნიციპალიტეტის გამგებელი პაპუნა კობერიძე. ისინი ამ წუთებში ადგილორბივ მოსახლეობასთან დაკავების დეტალებს არკვევენ. აძველების თქმით, გადამღები ჯგუფი რუსეთის მესაზღვრეებმა, ქართული სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აიყვანეს. თემაზე მომუშავე "დიას" გადამღების ჯგუფის ცნობით, ფაქტის შესახებ სახელმწიფოს ყველა უწყება და ევროკავშირის სადამვკრვებლო მისიაა ინფორმირებული, რომელიც შსს-ს ანალიტიკურ დეპარტამენტთან ერთად ოსურ მხარესთან ცხელი ხაზის მეშვეობით დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. საკითხზე კომენტარი სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ქეთი ციხელაშვილმაც გააკეთა. მისი თქმით," აძვში მომხდარი დაკავება ადასტურებს, რომ ქვეყნის მოსახლეობა საოკუპაციო პირობებში ცხოვრობს." ტელევიზიის პროდიუსერის მაია ჭუჭულაშვილის ინფორმაციით, ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი აძვში საზღვრის გადმოწევის ფაქტის გასაშუქებლად იყო წასული და 17:00 საათზე ჟურნალისტს ადგილიდან ჩართვა უნდა ჰქონოდა, თუმცა მასთან კავშირი შეწყდა. შეგახსენებთ, რომ დაკავებულია ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი.
|