ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციამ და საქართველომ, ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთეს თავისუფალი ხელშეკრულების შესახებ ხელმოწერის შედეგად - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის აღსანიშნავ ოფიციალურ ვახშამზე შეკრებილ სტუმრებს. პრემიერმა შვეიცარიას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და თავისუფალი ვაჭრობის სფეროში საქართველოს ახალ პარტნიორებზე ისაუბრა. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ, საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან გუშინ გააფორმა, რომელიც შვეიცარიას, ლიხტენშტაინს, ნორვეგიასა და ისლანდიას აერთიანებს.
|