საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის მიერ ხელმოწერილი ბრძანება, რომლის მიხედვითაც, მისი უწყება სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს, მეორე დღეა საზოგადოების განხილვის საგანია. ამაზე აქტიურად საუბრობენ პოლიტიკურ წრეებში როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. მინისტრის ბრძანებას ძირითადად იწონებენ, თუმცა ამ დოკუმენტის მიღების ფორმაში თავდაცვის უწყების პირველი პირის მხრიდან სხვადასხვა მიზანმიმართულ ქმედებებს ხედავენ.
|