სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში დღეიდან პროფესიული მომზადების პროგრამა დაიწყო. პროგრამის ფარგლებში 20 მსჯავრდებული კულინარიის ხელოვნებას შეისწავლის. კურსი 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი დასრულების შემდეგ, მსჯავრდებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ. კულინარიის კურსს პროფესიული კოლეჯი „იკაროსი“, აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს. სწავლებას ცნობილი მზარეული მანუელი გაუძღვება. პროგრამის სრულყოფილად ჩატარების მიზნით, ასევე, აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, N16 პენიტენციური დაწესებულებისთვის სპეციალური სამზარეულო ინვენტარი და ტექნიკა იქნა შეძენილი.
|