თბილისში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა გაიხსნა. სკოლა ოფიციალურად საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ თაკიმ ილდემმა გახსნეს. საზეიმო ცერემონიალზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა, რომელიც პროფესიული კადრების მომზადების თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანას გადაადგმევინებს ნაბიჯს უფრო სტაბილური, მტკიცე და დაცული რეგიონის შესაქმნელად.
|