ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე რამდენიმესაათიანი მსჯელობის მიუხედავად, 26 წლის ნიკა საღირაშვილის ადგილსამყოფელი ისევ უცნობი დარჩა. დეფაქტო ცხინვალის მტკიცებით, ქორდიდან გაუჩინარებული ახალგაზრდა მათ მიერ დაკავებული არ არის. გაჟღერებულ ინფორმაიას არ ენდობა საღირაშვილის დედა. მისი თქმით, კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოები მისი შვილის მოსაძებნად ყველა საჭირო ღონისძიებას არ ახორციელებს.
|