თურქეთში მომხდარ ტრაგედიას საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური გამოეხმაურა. საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდძე ხადური წერს: „შემძრა თურქეთში მომხდარმა საშინელმა ტერაქტმა. ყოვლად დაუშვებელია, ადამიანების სიცოცხლე ეწირებოდეს ტერორისტების უაზრო და ყოვლად გაუმართლებელ ქმედებებს. ვიზიარებ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახების, თურქი ხალხის მწუხარებას. ახლა ისე, როგორც არასდროს, თურქეთს სჭირდება ჩვენი, ყველას თანადგომა. იმედი მაქვს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ცივილიზებული სამყაროს თანადგომით აღვკვეთთ ტერორისტულ აქტებს და დავამარცხებთ ამ ბოროტებას! საბედნიეროდ, საქართველოს მოქალაქეები მშვიდობით არიან დაბინავებულნი.“აქვე, ხადურმა მადლობა გადაუხადა სტამბოლში საქართველოს გენერალურ კონსულს ირაკლი ასაშვილს და საკონსულოს თითოეულ თანამშრომელს კრიზისულ სიტუაციაში გამართულად მუშაობისთვის.
|