კასპში საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნუგზარ ნონიაშვილი იბრძოლებს. მაჟორიტარობის კანდიდატი დღეს მოსახლეობას პარტიის ლიდერებმა დავით ბაქრაძემ და ნიკა მელიამ წარუდგინეს. დეპუტატობის კანდიდატი 2006-2012 წლებში კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე იყო. მისი განცხადებით ქართულმა ოცნებამ ვერ გამოიყენე მმართველობის 4 წელი . ნუგზარ ნონიაშვილი გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას 50 ლარით გაზრდილ პენსიას , ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას, და ადგილობრივი ბიუჯეტის მიზნობრივად ხარჯვას ყურადღების მიაქცევს პირდება.
|