ვახტანგ კაპანაძე მარტინ გემბლს შეხვდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს 160-ე ბრიგადის მეთაურს, მარტინ გემბლს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე ისაუბრეს უელსში გამართულ „ქვეით საველე სასროლო ბანაკის“ სწავლებაში ქართველი სამხედროების მონაწილეობის საკითხზე. აღნიშნული სწავლება, სწორედ, უელსის 160-ე ბრიგადის მე-6 ქვეითი ბატალიონის ორგანიზებით ჩატარდა. ბრიგადის მეთაურმა წვრთნაში მონაწილე ქართველი სამხედროები მაღალ დონეზე შეაფასა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ კი აღნიშნა, რომ მსგავს სწავლებებში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საშუალებას აძლევს, პარტნიორი ქვეყნების გამოცდილება გაიზიაროს და საბრძოლო, მომზადების კუთხით სიახლეები დანერგოს. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ბრიტანელი სამხედროების საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ბაზაზე დაგეგმილ სწავლებებში მონაწილეობის საკითხიც განიხილეს.

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აგვისტო 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD2.4038
EUR2.5718
GBP3.0757
RUB4.272