მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის თემაზე მიმდინარე კონფერენცია დასრულდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის თემაზე მიმდინარე სამდღიანი კონფერენცია დღეს დასრულდა.

კონფერენციაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ეროვნული სარეზერვო ძალების კომიტეტის მიერ გამოგზავნილი აშშ-ის, დანიის, ბრიტანეთის, ჩეხეთის, უნგრეთისა და გერმანიის შეიარაღებული ძალების ექსპერტები მონაწილეობდნენ. კონცეფციის განხილვას ასევე დაესწრნენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.

ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფცია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J1 პირადი შემადგენლობის რეზერვისა და მობილიზაციის დაგეგმვის სამმართველოსთან ერთად დეტალურად განიხილეს.მონაწილეებმა სხვადასხვა სინდიკატებში მუშაობის შედეგები შეაჯამეს და რეკომენდაციები შეიმუშავეს.

ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მობილიზაციისა და რეზერვის სისტემა ეროვნული თავდაცვის სისტემის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. „შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფცია“ იქნება პროდუქტი, რომელშიც თანაბრად აისახება სამხედროების ხედვა, როგორი რეზერვი სჭირდება შეიარაღებულ ძალებს და, მოქალაქეების მზადყოფნა, თუ როგორი ფორმით მიიღებენ ისინი მონაწილეობას ქვეყნის თავდაცვაში.

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აგვისტო 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD2.4038
EUR2.5718
GBP3.0757
RUB4.272