შეხვედრა OECD-ის გენერალური მდივნის მოადგილესთან

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგისა და ქვეყნის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გენერალური მდივნის მოადგილესთან, დუგლას ფრანცთან გამართა.

საუბარი შეეხო პროექტებს, რომელშიც OECD არის ჩართული, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგიას და საბაჟო რეფორმას. განიხილეს საჯარო მმართველობისა და მართლმსაჯულების რეფორმები, ბიზნესგარემოს გაუმჯობესების, განათლებისა და გარემოს დაცვის უზრუნველყოფის საკითხები. ყურადღება გამახვილდა თანამედროვე მსოფლიოში მწვანე ეკონომიკის განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე აღინიშნა ის პროგრესი, რასაც საქართველომ ეკონომიკური რეფორმების, ბიზნესგარემოს გაჯანსაღების, ღია მმართველობის კუთხით მიაღწია.

მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და OECD-ის შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობისა და ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე. ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობასა და OECD-ის დელეგაციას შორის დღეს გამართული უწყებათაშორისი შეხვედრის მნიშვნელობას და გამოითქვა იმედი, რომ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.
"საქართველოში მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი, როგორც ეკონომიკის, ისე სოციალურ სფეროში. ეს გულისხმობს იმას, რომ საქართველოში მიღწეულია პროგრესი მცირე და საშუალო ბიზნესებთან თანამშრომლობის კუთხით, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკურ სარგებელს და დასაქმების შესაძლებლობებს აძლევს მცირე და საშუალო ბიზნესებს. გარდა ამისა, ეს ხელს უწყობს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებას და კეთილდღეობის უზრუნველყოფას. ასე რომ, მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს სოციალური კუთხითაც. საქართველოში მიღწეულია უდიდესი წინსვლა კორუფციასთან ბრძოლის, გადასახადების და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფის კუთხით. ეს არის ძალიან იმედისმომცემი გზავნილი, რომელსაც ჩვენ ჩავიტანთ ჩვენი ორგანიზაციის სათავო ოფისში და განვაცხადებთ, რომ საქართველო არის ჩვენი აქტიური პარტნიორი და მისაბაძი მაგალითი და რომ ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ვითანამშრომლოთ საქართველოსთან," - განაცხადა დუგლას ფრანცმა.

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
ივნისი 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456