პირველმა ლედიმ, გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სპეციალიზირებული ცენტრი მოინახულა. 20 წელზე მეტია ცენტრი ბერლინისა და ბრანდენბურგის ფედერალურ მიწებზე ზედამხედველობის ქვეშ მყოფ საცხოვრებლებზე ზრუნავს და მათი ძალისხმევით, 1990 წლის შემდეგ მსგავსი სახის 100-მდე ზედამხედველობითი საცხოვრებელი შეიქმნა. როგორც პირველმა ლედიმ ცენტრის დათვალიერებისას აღნიშნა, საერთო საცხოვრებლებში დიდი ყურადღება ეთმობა ერთიანი სოციალური გარემოს შექმნას, რომელიც იქ მცხოვრები თითოეული ადამიანის პიროვნულ განვითარებას ემსახურება.
|