"რამდენ ხანს უნდა ვითმინოთ გორის საკრებულოში ოქრუაშვილის თვითნებობა და თაღლითობები“-ეს განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" შიდა ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამარ თედლიაშვილმა დღეს გააკეთა. თედლიაშვილი გორის საკრებულოში ირაკლი ოქრუაშვილის თვითნებობის აღკვეთას ითხოვს. როგორც ის აცხადებს, საკრებულოს თავმჯდომარემ ილია მეტრეველმა კიდევ ერთი ტყუილი თქვა. "რამდენიმე კვირის წინ გორის საკრებულოდან გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ისინი აღადგინა სამსახურში თუმცა მან მოიტყუა, რადგან გაუქმდა მხოლოდ ბრძანება გათავისუფლების შესახებ, მათი აღდგენა კი არ მომხდარა"-აცხადებს თამარ თედლიაშვილი, რომელიც ამავდროულად "ქართული ოცნების" შიდა ქართლის ორგანიზაციის თავმჯდომარეს გიორგი თოთლაძეს მიმართავს-"მივმართავ "ქართული ოცნების" შიდა ქართლის ორგანიზაციის თავმჯდომარეს გიორგი თოთლაძეს საკრებულოში მყოფი უმრავლსეობის სახელით, რამდენ ხანს უნდა ვითმინოთ გორის საკრებულოში ოქრუაშვილის თვითნებობა და თაღლითობები". თედლიაშვილის განცხადებას ჯერ-ჯერობით არც გორის საკრებულოს თავმჯდომარე და არც "ქართული ოცნების" შიდა ქართლის ორგანიზაციის თავმჯდომარე არ გამოხმაურებია.

|