სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა თურქეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ტარიელ ხეჩიკაშვილმა დაღუპულთა ოჯახებსა და თურქ ხალხს მიუსამძიმრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მთელი მსოფლიო ერთიანი უნდა იყოს, საქართველო გმობს ტერორიზმს და თურქ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს.
|