თინათინ ხიდაშელი ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს ფარნეზინას სასახლეში იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი თემები საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები და მოახლოებული ნატოს ვარშავის სამიტი იყო. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის მხარდაჭერის საკითხიც განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე, ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის საკითხსა და მის შესაძლო შედეგებზე. თავდაცვის მინისტრი იტალიელ კოლეგასაც შეხვდა. მინისტრების შეხვედრა ბარაკინის სასახლეში გაიმართა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს მოლოდინებსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებს. 
ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აგვისტო 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD2.4038
EUR2.5718
GBP3.0757
RUB4.272