რომის პაპი ფრანცისკე საქართველოსა და აზერბაიჯანს ვიზიტით ეწვევა. როგორც დასავლური მედია იტყობინება, ამის შესახებ თავად პაპმა დღეს, ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე ქადაგების დროს განაცხადა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტი 30 სექტემბიდან - 2 ოქტომბრის ჩათვლით შედგება. „სამ თვეში გავემგზავრები საქართველოსა და აზერბაიჯანში. კავკასიის რეგიონის ამ ქვეყნებში ვიზიტი გადავწყვიტე იმისთვის, რომ ხაზი გავუსვა მათ უძველეს ქრისტიანულ ფესვებსა და ავამაღლო იმედი და მშვიდობა“, - განაცხადა პაპმა.
|