ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა განცხადება ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასაბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის გახსნისას გააკეთა, რომელსაც 700-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა. გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტიკური საერთაშორისო ღონისძიების მნიშვნელობა შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყურადღების ცენტრში მოექცევა.
|