საპარტნიორო ფონდმა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ დამწყები საწარმოების ხელშეწყობის პროგრამის გაცნობის მიზნით მორიგი შეხვედრა გაიმართა გორის უნივერსიტეტში. სტარტაპ საქართველოს დირექტორმა , ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ და საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა შეკრებილ საზოგადოებას პროგრამის დეტალებზე ინფორმაცია მიაწოდეს. პროგრამის მიზანია მათ ვისაც არ აქვთ ფინანსური სახსრები მიეცეთ შანსი განახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს-იდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი. პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს.
|