სენაკში,
II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2016“ მიმდინარეობს. სწავლებაში მონაწილე მედიასაშულებების წარმომადგენლებს დილის 03:40 საათზე საბრძოლო განგაში მოუწყვეს. სტრესული გარემოს შექმნის მიზანი ჟურნალისტებისთვის და ოპერატორებისთვის იმ უნარ-ჩვევების გამომუშავება იყო, რომელიც საომარ ვითარებაში საფრთხეზე რეაგირებისთვის არის საჭირო. მედიის წარმომადგენლებს განსაზღვრულ დროში უნდა განეხორციელებინათ ევაკუაცია და მოეძებნათ თავშესაფარი. მედიასწავლების ფორმატი მორგებულია ჟურნალისტთა საქმიანობის რიტმს. სწავლების „გამთამაშებლები“ საინფორმაციო ველში რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ სიტუაციებს, ტექნიკური და შინაარსობრივი ხასიათის ბარიერებს ქმნიან. სწავლების მონაწილეებს აქტიური საინფორმაციო და კონვენციური ომის მიმდინარეობის მოდელირებისას შესაბამისი უნარ-ჩვევების დახვეწისა და კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება აქვთ.
|