„კონფლიქტი საქართველოში“
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  - დავით უსუფაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის მიერ საქართველოს დელეგაციის მხრიდან ინიცირებული რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ ტიპის რეზოლუციებით იქმნება ის რეალობა საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც ჩვენს სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა, რეზოლუციაში ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია. შეგახსენებთ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტმა ქართული დელეგაციის მიერ მომზადებულ რეზოლუციას „კონფლიქტი საქართველოში“ მხარი დაუჭირა. რეზოლუციის კანონპროექტს მხოლოდ რუსეთის დელეგაციის სამმა დეპუტატმა მისცა ხმა წინააღმდეგ. რეზოლუციის კანონპროექტს საბოლოოდ ხვალ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს. საბოლოოდ დასამტკიცებლად ხვალინდელ პლენარულ სესიაზე გავა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ავტორობით მომზადებული რეზოლუციის პროექტი, რომელსაც დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, 17 პუნქტისგან შედგება.
ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აგვისტო 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD2.4038
EUR2.5718
GBP3.0757
RUB4.272