მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. მის საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება.
ბრალდებულის ოჯახს დადებითი ვერდიქტის მოლოდინი აქვს.
"ეს საქმე აქ არ დამთავრდება. პირიქით, დღეს დაიწყება ყველაფერი - მე ამის პირობას ვდებ საზოგადოების წინაშე. ყველა ნათლად დაინახავს მკვლელი ვინ არის, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანონ დღეს. მე მჯერა, რომ დადებითი ვერდიქტი იქნება, ამას ჩემი რწმენით ვამბობ, იმიტომ, რომ მე არ მყავს მკვლელი შვილი.მე თავიდანვე ვამბობდი იმას, რომ ეს გოგონას გაკეთებული არ არის, აქ მამაკაცის ხელი ურევია. აი, ეს დამტკიცდება რაღაც პერიოდის შემდეგ", - განაცხადა მაგდა პაპიძის დედამ, ლიანა შამუგიამ.