ოკუპირებულ სამხრეთ-ოსეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქე დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობაშია ეჭვმიტანილ

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავებმა საქართველოს მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული გიორგი ლევანის ძე გიუნაშვილი დააკავეს, რომელიც მათივე მტკიცებით, დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი.

დაკავებული სოფელ დისევის მკვიდრია. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, დაკავებული 2004 წლიდან „იღებდა აქტიურ მონაწილეობას ქართული სპეცსამსახურების კონტროლირებად უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში - ცხინვალის რაიონის სოფელ დისევის ე.წ. „თავდაცვის ჯგუფში“.
მარიონეტული რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაციითვე, გიუნაშვილი 2007 წელს ხელყუმბარის აფეთქებაშია ეჭვმიტანილი. ასევე, 2008 წლის 11 აგვისტოს, ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილა ოსური მხარის სამხედროები, რომლებიც სოფლის მიმდებარედ პატრულირებას ახორციელებდნენ, რასაც ერთი სამხედრო ემსხვერპლა, კიდევ ერთი მძიმედ დაშავდა.

„ამჟამად მიმდინარეობს ღონისძიებები გიორგი გიუნაშვილის სამხრეთ ოსეთის ხალხის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედებების ყველა ასპექტის დასადგენად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აგვისტო 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD2.4038
EUR2.5718
GBP3.0757
RUB4.272