ქარელის მუნიპალიტეტის სოფელ ხვედურეთში გუშინ,
ღამით, მეხი ჩამოვარდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაშავებულია ერთი
ქალბატონი, თუმცა დიასთან საუბრის დროს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ზაზა გულიაშვილი
ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
„გიდასტურებთ, რომ ძლიერი წვიმის დროს სოფელ ხვედურეთში
მეხი ჩამოვარდა, თუმცა არავინ დაშავებულა. ამავე სოფელში მცხოვრებ ქალბატონს შეეშინდა და გული წაუვიდა. რაიმე
სახის დაზიანება მას არ მიუღია. მეხი ჩამოვარდა სოფელ ურბნისშიც, თუმცა მსხვერპლი არც
მას მოჰყოლია. მეხი ელექტროგადამცემ სადგურს დაეცა“, -განაცხადა გულიაშვილმა.