გიორგი გიუნაშვილს, რომელიც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავა, დე-ფაქტო მთავრობა ტერორიზმში სდებს ბრალს. 1978
წელს დაბადებული მამაკაცი მიმდინარე წლის 8 ივნისს დააკავებს. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი მას უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრობის ბრალდებას უყენებს. ისინი დაკავებულს 2007 წელს ხელყუმბარის აფეთქებაში,
2008 წელს კი ოსი სამხედრო პირებისთვის ცეცხლის გახსნაში სდებენ ბრალს. გიუნაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე გავრცელებულ ინფორმაციას დაკავებულის ახლობლები, ნათესავები და თანასოფლელები აბსურდულს უწოდებენ. გიუნაშვილის ნათესავები საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ ყველა
ბერკეტი გამოიყენონ
იმისთვის, რომ ბრალდებების გაბათილდეს და გიუნაშვილი გათავისუფლდეს.
|