"ქართულმა პარტიამ" გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში მერობის კანდიდატად ირაკლი ოქრუაშვილის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა. საოლქო საარჩევნო კომისიას ოქრუაშვილის კანდიდატურის განხილვისთვის ორი დღე აქვს, მალხაზ მირუაშვილის თქმით, ორი დღის შემდეგ მიიღებს კომისია გადაწყვეტილებას დაამტკიცდება თუ არა ოქრუაშვილის კანდიდატურა. კომიიის ინფორმაციით ამ დრომდე ქართული პარტია ერთადერთია, რომელმაც მერობის არჩევნებისთვის კომისიაში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა.
|