ბათუმის ბულვარში, შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, გასართობი ღონისძიება გაიმართა. მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა ბულვარში მისულ სტუმრებს საგამოფენო სივრცეში უმასპინძლეს. ბავშვებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი ვიდეო-რგოლები ნახეს და საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხო მოძრაობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. პატარებმა მართვის მოწმობის მისაღები, იმიტირებული თეორიული და პრაქტიკული გამოცდა ჩააბარეს და სიმბოლურად, ველოსიპედის მართვის მოწმობებიც მიიღეს. საგამოფენო სივრცეში მისულმა დამსვენებლებმა და ტურისტებმა სპორტული კლუბის მანქანები დაათვალიერეს და მიმდებარე ტერიტორია საგზაო მოძრაობის ნიშნებით მოხატეს.
|