საქართველოს მოქალაქეს ცხინვალის თვითაღიარებული ხელისუფლება ე.წ. საზღვრის გადაკვეთასთან ერთად, ტერორისტულ-დივერსიულ საქმიანობაში ადანაშაულებს. ცხინვალში ირწმუნებიან, რომ გიორგი გიუნაშვილი მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 8 ივნისს უკანონოდ გადავიდა, ხოლო გასულ წლებში მონაწილეობას იღებდა ქართული სპეცსამსახურების კონტროლირებად უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში, მას ოს სამხედროებზე ტავდასხმაშიც ადანაშაულებენ. ოფიციალური თბილისი დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებას აბსურდულს უწოდებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლებას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დააყენებენ. ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ეთანხმებიან დაკავებულის ნათესავები და თანასოფლელები.
|