ტურისტული განვითარების სააგენტოდან ერთი წლის წინ გათავისუფლებულ თანამშრომლებთან დაკავშირებით მიღებულ სამართლო გადაწყვეტილებას გორის მერი გამოეხმაურა. ზურაბ ჯირკველიშვილი განმარტავს, რომ სასამართლოს განჩინება ტურისტული განვითარების სააგენტოს ჯერ არ ჩაბარებია და შესაბამისად, არც მერიაზე დაკისრებული ჯარიმის შესახებ არ ფლობს ინფორმაციას. ტურისტული განვითარების სააგენტოდან გასული წლის მაისის თვეში მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ზაზა კოშაძემ 10 თანამშრომელი გაათავისუფლა, თუმცა სამსახურში აღდგენის თაობაზე დავა მხოლოდ ხუთმა მათგანმა დაიწყო.