გაზზე მომუშავე ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო გახდა 07.07.2016
გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმება სავალდებულო გახდა. მთავრობის შესაბამისი განკარგულება უკვე ძალაშია, თუმცა ამ საკითხზე მომუშავე არასამთავრობო სექტორი აცხადებს, რომ პროცესი დახურულ კარს მიღმა წარიმართა და მათ საკმარისი ინფორმაცია არ აქვთ.