აღმოჩენა და არქეოლოგიური გათხრები ახალშენში. ყვავის საყდრისის რესტავრაციის დროს ქვის სამარხი აღმოჩნდა, სადაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად, 4 ცხედარი იქნა ნაპოვნი. აქედან 3 სრულწლოვანს, 1 კი არასრულწლოვან ადამიანს ეკუთვნის. სამარხში, ასევე, ნაპოვნია ბრინჯაოს სამაჯური, მძივის ერთი ბურთულა და ხელით დამუშავებული ქვის კვერცხი, რომელიც არქეოლოგ ვახტანგ რჩეულიშვილის თქმით, უნიკალურია. ყვავის საყდარს ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და VI-VII საუკუნეებით თარიღდება. მისი რესტავრაცია-რეაბილიტაცია 2 თვეში დასრულდება და ტაძარი მოქმედი გახდება.
|