პრეზიდენტი საპარლამენტო ფრაქციებს სასამართლო სისტემის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით კონსულტაციებს სთავაზობს. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამჟამად მიმდინარეობს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი და იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მოსამართლის მანტიისთვის შეუფერებელი კანდიდატების დანიშვნა, აუცილებელია მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებული კანონპროექტი.
|