ჯონ კერიმ საქართველო დატოვა. ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ქვეყანაში დასრულებულია. საქართველოდან კერი უკრაინაში გაემგზავრა. ქვეყნის დატოვებამდე, დილიდან, მან აუდიენცია გამართა ოპოზიციის წარმომადგენლებთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჯონ კერისთან საუბარი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, ევროინტეგრაციის პროცესსა და წინასაარჩევნო გარემოს შეეხო.
|