პრობლემა, რომელიც ხაშურში ადგილობრივების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ქალაქში ერთადერთი მიწისქვეშა გადასასვლელი მოუწესრიგებელია, მოსახლეობას კი პირდაპირ რკინიგზის ლიანდაგზე უწევს გადავლა. ადგილობრივების თქმით, არსებობს იმის საფრთხე, რომ არსებული პრობლემა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდეს. მუნიციპალიტეტის გამგებელი პრობლემას იცნობს და მისი მოგვარების გზებზეც საუბრობს.
|