ეროვნულ სასწავლო ცენტრ “კრწანისში”, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ტერიტორიაზე “ნატო-საქართველოს სწავლება 2016”ის დაგეგმვის მთავარი კონფერენცია დასრულდა. დაგეგმვის მთავარი კონფერენცია 5 ივლისს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ გახსნა. ნატოს “მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის”, ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობის, ნატოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები სწავლებას ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სამი დღის განმავლობაში გეგმავდნენ. სწავლება ეროვნული სასწავლო ცენტრი „კრწანისის" სერჟანტთა მომზადების სკოლის შტაბის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი დუმბაძემ დახურა.
|