„აქ ვართ მეგობრებთან ერთად და ვამუშავებთ სტრატეგიას, თუ როგორ გავხადოთ მსოფლიო, შავი ზღვა და საქართველო უფრო უსაფრთხო ადგილი“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ჟურნალისტებს სამიტზე შესვლამდე განუცხადა. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ვარშავაში ნატოს სამიტზე დასასწრებად იმყოფება.
|