პარიზში „ევრო-2016“-ის ფინალის შემდეგ არეულობა მოხდა. დაკავებულია 40-მდე ადამიანი. დასავლური პრესის ცნობით, დაპირისპირება სამართალდამცველებსა და გულშემატკივრებს შორის მაშინ მოხდა, რასაც ისინი ეიფელის კოშკის მიმდებარედ, ე.წ. ფან-ზონაში არ შეუშვეს. სამართალდამცველებმა გუშემატკივრების დასარბევად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. შეტაკებები მოხდა „სტად დე ფრანსის“ სტადიონთანაც, სადაც ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართა.
|