ალ-ქაიდას მოკლული ლიდერის ოსამა ბენ ლადენის ვაჟი ამერიკის შეერთებულ შტატებს მამის მოკვლის გამო სამაგიეროს გადახდით ემუქრება. აღნიშნულ ცნობას საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 21 წუთიან აუდიომასალაში, რომელსაც ჰქვია „ჩვენ ყველა ოსამა ვართ“ ჰამზა ბენ ლადენი ვაშინგტონის წინააღმდეგ გლობალურ შეიარაღებულ დაპირისპირებას აანონსებს. ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურმა შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციით ალ-ქაიდას ლიდერი ოსამა ბენ ლადენი პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადთან ახლოს მოკლა.
|