პროექტის "Check in Georgia" ფარგლებში გორში სპეციალურად მოწვეული მომღერლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. გიორგი სუხიტაშვილი, ნუცა ბუზალაძე, გიორგი ნადიბაიძე, მარიტა როხვაძე, ჯგუფი "თი ბლუზ მობ“, ეს იმ მომღერლების ჩამონათვალია, რომლებიც გორელი მსმენელის წინაშე სხვადასხვა სიმღერებით წარსდგნენ. „Check in Georgia” მასშტაბური კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში იმართება. პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და პროგრამა ყოველწლიურად კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება. „Check in Georgia”-ს ორგანიზებას კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი უწევს.
|