კრემლის მარიონეტების თამაში და კონფლიქტი კორუფციულ გარიგებებში, - ასე აფასებს ზურაბ ჯაფარიძე ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. ახალი პოლიტიკური გუნდის, „გირჩის“ ლიდერი ამბობს, რომ რეფერენდუმის ჩატარებასა და შედეგებს არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნდა. მსგავსი პოზიცია აქვს ლევან თარხნიშვილს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ რეფერენდუმის მიუხედავად, აფხაზი ხალხი გადაწყვეტილების მიღების ბერკეტს არ ფლობს.
|