ტაქსების ლიცენზირების საკითხი თბილისის მერიაში დაინტერესებულ მხარეებთან ერთად განიხილება. საკითხზე მომუშავე პირები თანხმდებიან, რომ მგზავრთა გადაყვანით დასაქმებულმა პირებმა გარკვეული რეგულაციები უნდა დაიცვან, თუმცა გადასახადის დაწესების საკითხი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.
|