გორის მერიამ ღია კარის ფორმატში მოსახლეობასთან შეხვედრა ამჯერად დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა. მერიის თანამშრომლებმა და გორის მუნიციპალიტეტის ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსმა, ეკატერინე კაპანაძემ დამსწრე საზოგადოებასთან ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციაზე ისაუბრეს. ასევე, აღნიშნეს რომ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში ცვლილებების შეტანა უწყვეტ რეჟიმში მიმმდინარეობს. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
|