განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა. განათლების მინისტრი პროფესიული განვითარების სქემის ამოქმედებას წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს და იმედს გამოთქვამს, რომ ცვლილებები პოზიტიური იქნება განათლების სისტემის შემდგომი სწრაფი განვითარებისთვის.
|