სასჯელაღსრულების სამინისტროს ინიციატივით, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა მიერ შექმნილი ფერწერული ნამუშევრები და ხის მასალისგან დამზადებული ნივთები. ნივთების რეალიზაცია სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდის საშუალებით მოხდება, ასევე მათი შეძენა შესაძლებელი იქნება სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში. რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა კი ბრალდებულის ან მსჯავრდებულის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხება. ღონისძიებას მთავრობის წევრები, სასულიერო პირები და პირველი ლედი ესწრებოდნენ.
|