EBRD-ი საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტს დააფინანსებს. ხელშეკრულება ფინანსთა სამინისტროში გაფორმდა. პროექტის განსახორციელებლად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი იქნება 10 მლნ. ევრო სესხის, ასევე, 2 მლნ. ევრო გრანტის სახით. პროექტის ფარგლებში მოხდება მყარი ნარჩენების შემგროვებელი მანქანებისა და კონტეინერების შეძენა. მანქანები და კონტეინერები ქვეყნის 64 მუნიციპალიტეტისთვის არის განკუთვნილი.
|