საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის თანახმად, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის დამატებით 100 000 ევროს ღირებულების სახლებს შეიძენს. აღნიშნულ სახლებს დევნილთა და განსახლების სამინისტრო სპეციალური კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩევს.
|