„ქართლის ღვინის ფესტივალი“ საჯარო დავის მიზეზი გახდა. ფესტივალი, რომელიც ღვინის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, წელს, შიდა ქართლში უკვე მეოთხედ ჩატარდა. ღონისძიებას ორგანიზება, წინა წლებისგან განსხვავებით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაუწია. გამგებელმა ონიაშვილმა მედიისთვის გაკეთებულ კომენტარებში თქვა, რომ ფესტივალი გამგეობამ, გორისა და ატენის მიტროპოლიტთან ერთად, წელს დააფუძნა, რასაც რეგიონის ყოფილი გუბერნატორის, ანდრო ბარნოვის მხრიდან მწვავე შეფასებები მოყვა.
|