დარწმუნებული ვარ, რომ არაუგვიანეს ოქტომბრის დასაწყისისა, შესაძლებელი გახდება ვიზების ლიბერალიზაცია, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე განმარტებით, საქართველომ წარმატებით შეასრულა ყველა ვალდებულება სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში და ახლა ჯერი ევროკავშირზეა. ევროკომისარმა ასევე ისაუბრა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ღია და გამჭვირვალე გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრისგან, რომელიც ასევე არის მმართველი პარტიის ლიდერი, კიდევ ერთხელ მიიღო მზადყოფნა და სურვილი საპარლამენტო არჩევნების მაქსიმალურად სამართლიან გარემოში ჩატარების შესახებ.
|